Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა ოფიციალური თხოვნა მიიღო რუსეთისგან


საბერძნეთმა ოფიციალური თხოვნა მიიღო რუსეთისგან ვლადიმირ გუსინსკის გაცემის თაობაზე.

საბერძნეთმა ოფიციალური თხოვნა მიიღო რუსეთისგან ვლადიმირ გუსინსკის გაცემის თაობაზე.
როგორც საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა აცნობა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს, ოფიციალური თხოვნა გადაეცემა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ყოფილი რუსი მედია-მაგნატის საქმე უნდა განიხილოს. გუსინსკი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება სახსრების მითვისებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს, 21 აგვისტოს დააკავეს ათენის აეროპორტში, ხოლო შემდეგ ასი ათასი ევროს საფასურად თავდებით გაათავისუფლეს. ტელეკომპანია ენტევეს ყოფილ მფლობელს ორმაგი - რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს და საზღვარგარეთ ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG