Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა ენტიფად


ერაყის მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა ენტიფად ყუნბარმა განაცხადა,

ერაყის მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა ენტიფად ყუნბარმა განაცხადა,
რომ ერაყის კონსტიტუციის პროექტის შედგენას შეერთებული შტატების მიერ დანიშნულ ვადაზე ორჯერ მეტი დრო, სულ ცოტა ერთი წელიწადი მაინც დასჭირდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ვაშინგტონის სურვილია 6 თვეში დასრულდეს ერაყის კონსტიტუციის შედგენა. თუმცა ერაყში ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩარლს ჰიტლიმ დღეს ბაღდადში განაცხადა, რომ ერაყის კონსტიტუციის შედგენასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს არ დაუდგენია კონკრეტული ვადა. დღესვე, ერაყის მიგრაციისა და ლტოლვილთა მინისტრმა მოჰამად ხუდირმა გაეროს სააგენტოებსა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდა თავიანთი პერსონალის სრული შემადგენლობით განაახლონ ერაყში საქმიანობა. ხუდირის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰუმანიტარული ვითარება ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება.
XS
SM
MD
LG