გადარჩენას ხელისუფლებაში მოსვლითა და ამ გზით მრეწველობის განვითარებისათვის ხელშეწყობით აპირებენ. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ მრეწველებმა მთავარ საპროგრამო მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების მანძილზე მხოლოდ 2-3 პროცენტით თუ იზრდება.
მიუხედავად ქართული ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპებისა, პოლიტიკური ორგანიზაციის - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი, ქართული ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე თვლის, რომ საქართველოს პარლამენტში მრეწველთა ფრაქციამ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ჭიდილის მიუხედავად, მაინც ბევრი რამ გააკეთა.
[გოგი თოფაძის ხმა] "ზოგჯერ კი ლაპარაკობენ, რომ ჩვენ პარლამენტში ბევრი ვერ შევძელით ამ პატარა ჯგუფმა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი შევძელით. ჩვენ 32 კანონი მივიღეთ. ალბათ, ერთი მაგდენი არ გავატანიეთ, რომელიც არ უნდა გასულიყო. ეხლა ჩვენ გაცილებით ძლიერი გუნდით მოვალთ პარლამენტში და გაცილებით მეტი გვექნება ბერკეტები ხელში, რათა შევასრულოთ ის ჩვენი პროგრამები, რომლებითაც ჩვენ მოვედით პოლიტიკაში".
გოგი თოფაძე მისი პარტიის მთავარ დამსახურებად მიიჩნევს მოქმედი საგადასახადო კოდექსის შედარებით გამარტივებას, რამაც ქართული ბიზნესის სხვადასხვა სახეობების გამოცოცხლებას მისცა იმპულსი.
[გოგი თოფაძის ხმა] "თუნდაც იმით დავიწყოთ, რომ, აი, თამბაქოს მრეწველობა რომ ამუშავდა საქართველოში და დღეს რომ თამბაქოს 7 ქარხანა მუშაობს, ეს ჩვენი დამსახურებაა. ჩვენ გავანახევრეთ, უფრო მეტად შევამცირეთ გადასახადი. მაგალითად, 40 თეთრი იყო გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე, ჩვენ დავიყვანეთ 20-მდე, 20 იყო უფილტრო სიგარეტზე, ჩვენ დავიყვანეთ 7-მდე. ამან მისცა საშუალება - ამუშავდა ეს დარგი".
სიგარეტის წარმოების ამუშავებამ და მისმა გაიაფებამ თუ მწეველთა რაოდენობა გაზარდა, გოგი თოფაძის მრეწველებმა მწეველთა ჯანმრთელობაზეც იზრუნეს და მათ მკურნალობა გაუიაფეს. მრეწველთა ფრაქციის მიერ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სამკურნალო დაწესებულებები დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
კიდევ ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რითაც მრეწველებმა ამომრჩეველს თავი დაამახსოვრეს, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შექმნილი ახალი საგადასახადო კოდექსის ლობირება იყო. თუმცა, მრეწველთა საპარლამენტო ფრაქციამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ პირველი მოსმენით მიღებულ კოდექსის პროექტს ფინანსთა მინისტრი ჩაუდგა ოპოზიციაში, ხოლო თავად ავტორები ამ ეტაპზე საგადასახადო კანონმდებლობის პარლამენტში განხილვის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მაგრამ გოგი თოფაძე იმედს არ კარგავს და ახალი საგადასახადო კოდექსის პარლამენტში გატანის პირობას იძლევა.
მრეწველების საპროგრამო მიზნების მიღწევამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. სწორედ ამიტომაც ქართველი მრეწველების პოლიტიკურ გაერთიანებას წინასაარჩევნო პროგრამა არ შეუცვლია და ის საქართველოს გადარჩენას კვლავ მრეწველობის განვითარებით აპირებს.
[გოგი თოფაძის ხმა] "რაც ჩვენი საკეთებელია, ის ჩვენ უნდა ვაკეთოთ. არ უნდა შემოდიოდეს საქართველოში, არ უნდა შემოგვქონდეს არც ვაშლის წვენი, არც ტომატ-პასტა, არც ქათამი. ქათმის გაზრდა მაინც ხომ შეგვიძლია ჩვენ".