Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ირანელ


ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ირანელ იურისტ ქალ შირინ ებადის მიენიჭა ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისათვის.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ირანელ იურისტ ქალ შირინ ებადის მიენიჭა ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისათვის.
ებადი იყო პირველი მოსამართლე-ქალი ირანში. თავისი საქმიანობის გამო 2000 წელს მან არაერთი კვირა გაატარა ციხეში და მისივე განცხადებით, არაერთი ირანელი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის დღესაც ციხეში იმყოფება. ნობელის სამშვიდობო პრემიის წლევანდელ ლაურეატს იცნობენ მისი ცნობილი გამონათქვამის გამოც. ებადი აცხადებს, რომ "ისალმი არ არის შეუსაბამობაში ადამიანის უფლებების დაცვასთან". პრემიის აღების შემდეგ შირინ ებადიმ განაცხადა: [ებადის ხმა] "ყველა ქვეყანას ადამიანის უფლებათა დაცვის საკუთარი კონცეფცია აქვს და თითოეული ქვეყნის მოსახლეობა თავად უნდა შეეცადოს და მიაღწიოს ადამიანის უფლებათა დაცვას საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნები დაიცავენ ადამიანის უფლებებს. ჩვენ თვითონ გვინდა ამის გაკეთება".
XS
SM
MD
LG