Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზრებაიჯანში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა


აზერაბიჯანის დამოუკიდებლობის 13 წლიანი ისტორიის მანძილზე, 15 ოქტომბერს აზერბაიჯანის მოქალაქეები მეოთხედ აირჩევენ ქვეყნის მეთაურს. პრეზიდენტის ტიტულისთვის ნავთობით მდიდარ სამხრეთკავკასიურ

ქვეყნაში 8 კანდიდატი იბრძვის. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებულ ხუთი ათასზე მეტ საარჩევნო უბანში დილის 8.00 საათზე დაიწყო და 19.00 საათზე დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით არჩევნებში 60 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ნიშნავს რომ არჩევნები შედგა. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, იგი უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი კობა ლიკლიკაძე მოგითხრობთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გახსნილ 5 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მოსახლეობამ დილიდან დაიწყო მისვლა, ხოლო პირველი ოფიციალური ინფორმაცია უკვე შუადღის 3 საათისთვის გახდა ცნობილი. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამ დროისთვის არჩევენებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 38 პროცენტს ჰქონდა მიღებული. ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა საერთო რაოდენობა კი აზერბაიჯანში 4 მილიონ კაცზე მეტია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მათში მონაწილეობას მიიღებს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 25 პროცენტი, ხოლო გამარჯვებისათვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა 50 პროცენტზე მეტი ხმის მიღება.
კარგ ხასიათზე მყოფმა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავრმა კანდიდატმა, ილჰამ ალიევმა ხმა მშობლიურ სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში მისცა და განაცხადა, რომ არჩევნები შედეგი აზერბაიჯანის საზოგადოების განვითარებისკენ გადადმული ნაბიჯი იქნება.

[ილჰამ ალიევის ხმა] ნს 101523 "ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, ძალიან კარგ გრძნობებს განვიცდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები აზერბაიჯანის საზოგადოების განვითარებისკენ, აზერბაიჯანელი ხალხის აყვავებისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოების განმტკიცებისკენ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება."


პრეზიდენტობის არჩევნებს აზერბაიჯანში 1000-ზე მეტი საერთაშორისო და 40 ათასამდე ადგილობრივი დამკვირვებელი ადევენებს თვალს. ბაქოში მოქმედებს აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთიანი შტაბი, სადაც სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან თავს იყრის ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ჩვენ დავუკავშირდით ამ შტაბი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელს ზაურ აბდულაევს, რომელმაც გვითხრა, რომ ზოგიერთ უბანზე შეიმჩნევა ძალადობა პოლიციელთა მხრიდან.

[ზაურ აბდუალევის ხმა] "დარღვევები არის და ზოგიერთი ტექნიკური ხასიათისაა. მაგრამ, ძირითადად გვხვდება ისეთი დარღვევები, როდესაც დიდი რაოდენობით ამომრჩეველი არ არის რეგისტრირებული საარჩევნო ოლქებში. არის მაგალითები, როდესაც პოლიცია ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს პრესაზე. აი,ასეთი ხასიათის დარღვევებია."


საკუთრი აზერბაიჯანის ტერიტორიის გარდა, 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევენებში მონაწილებას მიიღებენ ის აზერბაიჯანელი მოქლაქეეები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან გასულები. ოფიცილაური სტატისტიკის მიხედვით ბოლო 13 წლის განმავლობაში ქვეყანა მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, მაგრამ როგორც ზაურ აბდულაევმა აღნიშნა, საზღვარგარეთ მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი ბიულეტენი აღმოჩნდა გაგზავნილი.

[ზაურ აბდულაევის ხმა] "კიდევ უფრო ნაკლები. ოფიციალური ინფორმაციით, საზღვარგარეთ მხოლოდ 24 ათასი აზერბაიჯანელი აღირიცხა, რომლებზეც შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენები გაიცემა. თუ რატომ არის ამ რაოდენობის ადამიანები, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ."

სამაგიეროდ ასეთ უცნაურ არითმეტიკაზე საკუთარი პასუხი აქვს ოპოზიციას. როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, პარტია "მუსავათის" ლიდერმა ისა გამბარმა, რადიო თავისუფლებას არჩვენებამდე ერთი დღით განუცხადა, ყველაფერი არჩევნების გასაყალბებლად გაკეთდა.

[ისა გამბარის ხმა] ნს 101337 "მე ეჭვიც არ მეპარება, რომე ხელისუფლება შეეცდება, გააყალბოს არჩევნები. იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ხალხი არ აპირებს მათთვის ხმის მიცემას. ამომრჩევლები მათ წინნაღმდეგ არიან განწყობილნი, ამომრჩევლებს სურთ ცვლილებები. ბელისუფლება კი, რომელმაც ეს იცის, ტოტალური ფალსიფიცირებისთვის ემზადებიან."

საარჩენო უბნებზე მომხდარი დარღვევების შესახებ ამაომრჩევლები საჩივრებით, ბაქოში მყოფ ეუთოს დამკვირვებლებსაც მიმართავდნენ, თუმცა როგორც ამ ოფისის წარმომადგენელმა ურდურ გუნარსდოთირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, დამკვირვებლების დასკვნები ამ დარღვევათა შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წამყვანი: ურნების დახურვის შემდეგ სხვადსახვა სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატარებული ექსპრეს-გამოკითხვების შედეგად, საპრეზიდენტო აღცევნებში ლიდერობს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი 41 წლის ილჰამ ალიევი, რომელსაც 60 პროცენტზე მეტმა მისცა ხმა. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია "მუსავატის" ლიდერი ისა გამბარი, რომელსაც სააარჩევნო ურნებთან მისული მოქალაქეების 17 პროცენტმა დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ ასე გამოიყურება სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატებეული ექსპრეს-გამოკითხვების, ე.წ. გზიტპოლების"მონაცემები. საბოლოო ინფორმაცია კი არჩვენების შედეგის შესახებ 16 ოქტომბერს
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG