Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი კვლავაც მრავალმხრივი მოლაპარაკების გზით


ვაშინგტონი კვლავაც მრავალმხრივი მოლაპარაკების გზით ცდილობს ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებას,

ვაშინგტონი კვლავაც მრავალმხრივი მოლაპარაკების გზით ცდილობს ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებას,
- განაცხადა დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. "ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას. ჩვენ, დიპლომატიურ ფრონტზე ვაღწევთ წარმატებას. ჩვენი სურვილია ძალის გამოყენების გარეშე, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ყველა უთანხმოება, და ვფიქრობ ეს შესაძლებელია", -დასძინა ჯორჯ ბუშმა. მაგრამ მან უარყო ამასთანავე ჩრდილოეთი კორეის მოთხოვნა, რომ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება დაიდოს თავდაუსხმელობის შესახებ. ფხენიანი აცხადებს, რომ მხოლოდ ამგვარი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში იტყვის თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს.
XS
SM
MD
LG