Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა მიესალმა ისრაელის


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა მიესალმა ისრაელის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლების შესახებ.

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა მიესალმა ისრაელის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლების შესახებ.
პალესტინელთა მთავრობის მეთაურმა აჰმედ ყურეიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების პარალელურად - ზომების მიღებაა საჭირო, რათა ბოლო მოეღოს ძალადობას და შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ებრაულ დასახლებათა მშენებლობა. გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ მზადაა უშუალო კონტაქტი დაამყაროს ყურეისთან, მაგრამ კვლავაც არა აქვს განზრახული მოლაპარაკება გამართოს პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატთან. ფრანს-პრესის სააგენტოს ცნობით, ქალაქ ნაბლუსში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელმა სამხედროებმა პალესტინელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG