Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ლვოვში, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის


შაბათს ლვოვში, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იუშჩენკოს ოპოზიციური ბლოკის "ჩვენი უკრაინის" მომხრეთა მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა.

შაბათს ლვოვში, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იუშჩენკოს ოპოზიციური ბლოკის "ჩვენი უკრაინის" მომხრეთა მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა.
მანიფესტაციაში 15-ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ვინაიდან ხელისუფლებამ მათ შენობაში კრების ჩატარების უფლება არ მისცა. პარასკევს დონეცკში "ჩვენი უკრაინის" ყრილობა ჩაიშალა, ვინაიდან შენობაში, სადაც ის უნდა ჩატარებულიყო, ვიქტორ იუშჩენკოს მოწინააღმდეგეები შეცვივდნენ. ყრილობაზე ოპოზიციონერებს მომავალი წლის ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მოსამზადებელი კამპანიის სტრატეგია უნდა შეემუშავებინათ.
XS
SM
MD
LG