Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჟენევის შეთანხმების" სახელით ცნობილი ახლო


"ჟენევის შეთანხმების" სახელით ცნობილი ახლო აღმოსავლეთის არაოფიციალური სამშვიდობო გეგმის ავტორები,

"ჟენევის შეთანხმების" სახელით ცნობილი ახლო აღმოსავლეთის არაოფიციალური სამშვიდობო გეგმის ავტორები,
პალესტინელთა ინფორმაციის ყოფილი მინისტრი იასირ აბედ რაბო და ისრაელის იუსტიციის ყოფილი მინისტრი იოსი ბეილინი პარასკევს ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს, ხოლო ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს შეხვდნენ. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ იოსი ბეილინმა განაცხადა: "კოფი ანამა მოგვიწოდა - განვაგრძოთ სამშვიდობო ძალისხმევა, მიუხედავად ოპოზიციისა "ჟენევის შეთანხმებისადმი" როგორც ისრაელში, ასევე პალესტინელთა ავტნომიაშიც. ანანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საერთაშორისო სპონსორთა მორიგ სხდომაზე ჩვენი ინიციატივა იქნება განხილული. ანანმა გვითხრა ამასთანავე, რომ უკვე აცნობა ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას. გენერალური მდივნისაგან უკეთეს რეაქციას არც მოველოდი".
XS
SM
MD
LG