Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი მხარს უჭერს შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებას ერაყის აღდგენაში იმ ქვეყნების მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ, ვინც

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი მხარს უჭერს შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებას ერაყის აღდგენაში იმ ქვეყნების მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ, ვინც
ეწინააღმდეგებოდა ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებას. ტონი ბლერმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უფლებამოსილია გადაწყვიტოს თუ როგორ დახარჯავს საკუთარ ფულს: [ბლერის ხმა] "ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს არის შეერთებული შტატების ფული, რომელიც ერაყის აღდგენას ხმარდება და ამერიკელების გადასაწყევტია, თუ როგორ დახარჯავენ მას". შეგახსენებთ, ერაყის აღდგენის პროცესში ძირითად პროექტებში მონაწილე ქვეყნების ნუსხის შეზღუდვის გამო უკმაყოფილება გამოხატეს გერმანიამ, რუსეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა, ანუ ქვეყნებმა, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს ერაყში ომის დაწყებას.
XS
SM
MD
LG