Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ რავალპინდიში, სულ ცოტა


პაკისტანის ქალაქ რავალპინდიში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა პოლიციის განყოფიელებასთან გაჩერებული დანაღმული

პაკისტანის ქალაქ რავალპინდიში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა პოლიციის განყოფიელებასთან გაჩერებული დანაღმული
სატვირთო ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა რამდენიმე წამში იმ მომენტიდან, როცა გზაზე ჩაიარა პაკისტანის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის საავტომობილო კორტეჟმა. პრეზიდენტის განცხადებით, მასზე თავდასხმა ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოაწყეს. [ფერვეზ მუშარაფის ხმა] "ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. სწორედ მათ შემინარჩუნეს სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად. დაცვასთან პრეტენზია არა მაქვს - ყველა აუცილებელი ზომა მიღებული იყო. თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებისგან სრულად ვერაფერი და ვერავინ დაგიცავს: რაგინდ მკაცრად უნდა იცავდე უსაფრთხოების ზომებს." ეს განცხადება ფერვეზ მუშარაფმა თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა. ბოლო ათი დღის მანძილზე ეს უკვე მეორე მცდელობაა პაკისტანის ხელმძღვანელზე თავდასხმისა.
XS
SM
MD
LG