Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეკონომიკური რეფორმების ერთგული დარჩება.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეკონომიკური რეფორმების ერთგული დარჩება.
მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა კვლავაც არასტაბილურია. მის ყველაზე სუსტ ადგილად ვულფენსონს მიაჩნია გადამეტებული დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე, პირველ რიგში ნავთობის ფასებზე. [ვულფენსონის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ყველა მეტ-ნაკლებად თანახმაა იმაზე, თუ რის გაკეთებაა საჭირო რუსეთში. საქმე ისაა, რომ საჭიროა ამ ამოცანის შესრულების დაწყება. მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას ბედმა გაუღიმა, რომ ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის ამ ამოცანის შესრულების აუცილებლობა." ვულფენსონმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი განაგრძობს რუსეთისთვის სესხის მინიჭებას ძველი პირობებით.
XS
SM
MD
LG