Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი


დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერს გერჰარდ შრიოდერს.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერს გერჰარდ შრიოდერს.
შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის ლიდერს მან რჩევა სთხოვა რუსეთთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხში. მანვე აღნიშნა, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მოსკოვს ეწვევა. შრიოდერის თქმით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის საკითხი უშუალოდ ამ ორი მხარის გადასაწყვეტია. ამავე დროს, კანცლერმა დასძინა, რომ გერმანია დახმარებას გაუწევს საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებისა გარდაქმნასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში. მიმდინარე ზამთარში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, გადაუდებელი დახმარების სახით, გერმანია საქართველოს 12 მილიონ ევროს გამოუყოფს.
XS
SM
MD
LG