Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 31 იანვრის "დილის გაზეთის" თქმით, გამთენიისას საზღვარგარეთული ვოიაჟიდან დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს საშინაო პრობლემების ჭაობში მოუწევს ჩაშვება.

გაზეთის ცნობით, სტრასბურგიდან გერმანიაში გამგზავრებულ პრეზიდენტს ბერლინში მეტად თბილი შეხვედრა მოუწყვეს და მას, შეძლებისდაგვარად, დახმარებას დაჰპირდნენ. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველმა ოფიციალურმა ვიზიტმა ქვეყანას 12 მილიონი ევრო მოუტანა - სწორედ ეს თანხა გამოუყო გერმანიამ საქართველოს ელექტროენერგიის რეაბილიტაციისთვის. ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კანცლერმა შრიოდერმა განაცხადა:

"საქართველო საკნავძო როლს არსეულებს ამ კონფლიქტურ რეგიონში. ამიტომ, მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სააკაშვილის ძალისხმევას, რომ მის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია მოხდეს. ამის დადასტურებაა ჩვენი დაუყოვნებლივი ფინანსური დახმარება - 12 მილიონი ევრო. გარდა ამისა, შევიმუშავეთ საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების სპეციალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ღოზისძიების მთელ კომპლექსს. საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისთვის კიდევ 26 მილიონი ევროს გამოყოფაა ნავარაუდევი.
კანცლერმა შრიოდერმა აღნიშნა, რომ გერმანია დაეხმარება საქართველოს საკუთარი სოეციალსიტებითაც - სამხედრო და სამოქალაქო პირებით, აგრეთვე, იკისრებს შუამავლის როლს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სადავო საკითხების მოგვარებაში. კერძოდ, ლაპარაკია რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობაზე საქართველოში. როგორც ცნობილი გახდა, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში 11 თებერვალს იგეგმება.

"გაერთიანება, რომელმაც ეჭვები ვერ მოსპო" - ასე შეაფასა ქართულმა პრესამ გასულ კვირას ცნობა ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების გაერთიანების შესახებ. 29 იანვრის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, პარტია, რომელსაც არც სახელი აქვს, არც თავმჯდომარე ჰყავს და არც დროშის შესახებაა რაიმე ცნობილი, პრეზიდენტის დასაყრდენი ძალა იქნება. გაზეთის შენიშვნით, სააკაშვილისა და ბურჯანაძის გარეშე გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გარკვეული შეშფოთების საბაბი გააჩინა. "რეზონანსი" წერს:

როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, ამ გაერთიანების შესახებ მას კონსულტაციები პრეზიდენტთან მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა. ნინო ბურჯანაძესთან კი ორიევს ერთად ტელეფონით უსაუბრიათ. ასე რომ " საქართველოს პრეზიდენტი დილის 7 საათზე კომენტარს ვერ გააკეთებდა დასასვენებლად მყოფი ნინო ბურჯანაძე კი ამ ინიციტივას იწონებს და იმედია, ჩამოსვლისთანავე შეუერთდება. ჩვენ დროში ვართ შეზღუდულები და ამ განცხადების გაკეთებამ მათ გარეშე ამიტომ მოგვიწია" - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ. პარტიის ლიდერის ვინაობა გარკვეულია. არც არავინ დაეჭვებულა, რომ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იქნება. მაგრამ გაურკვეველია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. როგორც გიგი წეერთელმა განაცხადა, "პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი მოიაზრევა". თუმცა, საქართველოს კონსტიტუციით, არ შეიძლება პრეზიდენტი ოფიციალურად რომელიმე
პარტიის თავმჯდომარე იყოს. ოპოზიცია შევარდნაძეს სწორედ ამას უკიჟინებდა. ჯერჯერობით, პარტიის დროშაც გაურკვეველია, თუმცა, სავარაუდოდ, ხუთჯვრიანი დროშა დარჩება. მართალია, ეს დროშა უკვე სახელმწიფო დროშაა, მაგრამ კოტე კემულარიას განმარტებით, "ეს პარტია პრეზიდენტის ანუ ხელისუფლების მხარდამჭერი და დასაყრდენი პარტია იქნება. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, რომ სახელმწიფო დროშა პარტიის დროშად გამოცხადდეს." თუმცა, აქ ერთი პრობლემა იქნება - მომავალ არჩევნებში ხელისუფლებაში სხვა ძალის მოსვლის შემთხვევაში დროშას ვინ შეცვლის - პარტია თუ სახელმწიფო."

30 იანვრის გაზეთ "24 საათის" პროგნოზით, პოლიტიკას კულუარებში გადანაცვლება ემუქრება. ამ მოსაზრების საფუძვლად იქცა იმ ვითარება, რომელშიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მზადდება. "პროექტი, რომელზეც დღეს ხელისუფლება მუშობს, არ არის ის ვარიანტი, რასაც თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილევათა მსურველები გულისხმობდნენ" - წერს გაზეთი და ჩამოთვლის პროექტის ძირითად თეზისებს:

საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია უმოტივაციოდ დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი; ასევე, უფლება ეძლევა, პარლამენტთან უთანხმების შემთხვევაში, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს - ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ხელისუფლების მიერ მომზადებულ ცვლილებებშია ჩადებული და რომელიც პრეზიდენტის გაკონტროლების მექანიზმებს თითქმის გამორიცხავს.
ცვლილებები, ბუნებრივია, კარგად ერგება ახალი პრეზიდენტის ინტერესებს. ახალი მოდელი მიხეილ სააკაშვილს გაზრდილ უფლებებს, მინიმალურ ინსტიტუციონალურ კონტროლსა და ნაკლებ პასუხისმგებლობას პირდება. სააკაშვილი, რომელიც მთელი თავისი არსებით აისიტემური ტიპია, სავარაუდოდ, საკმაოდ შეშინებულია ახალი ფუნქციით და ზურაბ ჟვანიას იმედი აქვს. ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ის მთლიანად ჟვანიას დაავალებს და, შესაბამისად, მოუგვარებელ პრობლემებზე პასუხს სწორედ მას მოსთხოვს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა - რატომ უნდა ასე ძალიან ჟვანიას ისეთი პრემიერ-მინისტრობა, რომლის დათხოვნის უფლება პრეზიდენტს, ანუ სააკაშვილს ნებისმიერ მომენტში უმოტივაციოდ შეუძლია? ზურაბ ჟვანია ერთი შეხედვითად კი არ ჰგავს ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც ასე დაუცველ მდგომარეობაში თავს საკმარისი მიზეზებისა და მოტივაციის გარეშე აყენებდეს.
ცხადია, რომ მას ასეთი მოტივაცია გაა[ნია და ეს საკუთარ ხელში ძალაუფლების და გავლენის მაქსიმალური კონვენტრაციაა. საამისოდ ბერკეტებს კი ახალ მოდელში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ნამდვილად იძლევა."

გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩებოდა აჭარაში მიმდინარე მოვლენები. 30 იანვრის "მთავარი გაზეთის" თქმით, აჭარაში რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ყველამ იცის, მაგრამ ბოლო დღეებში ბათუმის ქუჩებში შეიარაღებული ფორმირებების გამოჩენამ სიტუაცია ფეთქებადსაშიში გახადა. ასლან აბაშიძის განცახდებით, ეს ხალხი მის მიერ შეიარაღებული მოსახლეობაა, რომელიც აჭარის კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას იცავს. გაზეთის ცნობით, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ვითარების დაძაბვას ხელს რუსეთი უწყობს. გაზეთი წერს:

მამუკა არეშიძის ხელთ არსებული ინფორმაციით. ე.წ. შავრაზმელები ქართველები არ არიან. იგი ეჭვობს, რომ გაურკვეველი წარმოშობის პროვოკატორები შესაძლოა ოპოზციის მხარეზეც იყოს. ამიტომ იგი აბაშიძის ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციურ გზას ემხრობა. მისი განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ვითარება აჭარაში ხელოვნურად იძაბება, რაც შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობას ზრდის.
აჭარაში შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხის გაჩენას თან ერთვის აჭარის სახელისუფლებო ინტრიგების გაჩაღება. საუბარია, ჟვანიას გუნფის წევრ ედვარტ სურმანიძის მიერ "დემოკრატიული აჭარის" დაფუძვებაზე. ამ ნაბიჯს კრიტიკულად აფასებს იურისტი დავით უსუფაშვილი - მისი აზრით, სახელმწიფო მინისტრმა დიდი შეცდომა დაუშვა. უსუფაშვილი მიესალმება ზურაბ ჟვანიას დაგვიანებულ განცხადებას, რომ აბაშიძის შემცვლელზე საუბრები ნაადრევია, თუმცა მას არ სჯერა, რომ სურმანიძეს "დემოკრატიული აჭარა" ჟვანიასთან შეუთანხმებლად ჩამოეყალიბებინა.
XS
SM
MD
LG