Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ბაღდადის სამხრეთში, ქალაქ ისქანდერიაში


ერაყში ბაღდადის სამხრეთში, ქალაქ ისქანდერიაში ტერორისტული აქტი მოაწყვეს.

ერაყში ბაღდადის სამხრეთში, ქალაქ ისქანდერიაში ტერორისტული აქტი მოაწყვეს.
ამჯერად ჩადეს ავტომანქანაში ბომბი, რომლის აფეთქებას 50 კაცი შეეწირა. მსხვერპლი ძირითადად პოლიციელები და პოლიციაში სამსახურის საძებრად მისული ხალხია. ბაბილონის პროვინციის გუბერნატორს იმად ლიფთის მოუსმინეთ: [ლიფთის ხმა]
"ეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, ყველა დახოცილი და დაჭრილი უდანაშაულო ადამიანები არიან, ვერ წარმომიდგენია რა მიზანს ესმახურებოდა ის, ვინ არ უნდა იყოს "ალ ყაიდა" თუ სხვა, როცა უდანაშაულოებს ხოცავდა. ეს ისლამთან შეუთავსებელია". ამერიკელმა ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტმა განაცხადა, რომ აფეთქდა დიდი სიძლიერის - 225 კილოგრამი ასაფეთქებელ ნივთიერება.
ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსენი თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას, განაცხადა ერაყის დროებითი - აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გერეთ ბილიმ, მან უარყო ცნობა, რომ სადამ ჰუსეინის კიბო სჭირს.
XS
SM
MD
LG