ერაყისა და მისი მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქუვეითის დედაქალაქში შეიკრიბნენ თათბირზე,
რომელიც ომით გაჩანაგებული ერაყის აღდგენასა და დამოუკიდებლობაზე გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას მიეძღვნება. ქუვეითში ჩასულმა ლახდარ ბრაჰიმიმ, რომელიც გაეროს საგანგებო წარგზავნილია ერაყში, იმედი გამოთქვა, რომ ერაყის მეზობელი ქვეყნები წვლილს შეიტანენ ხსენებული პრობლემების მოგვარებაში. ერაყის დროებითმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ თქვა, რომ ამ შეხვედრაზე მიეცემა შესაძლებლობა - დახმარების თხოვნით მიმართოს მეზობელ ქვეყნებს, რათა ერაყში აღდგეს სტაბილური ვითარება.