თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეს უკვე საზღვრის ერთობლივი გაკონტროლების მესამე მცდელობაა და მაინც ზუსტად არავინ იცის, რა დატვირთვას ატარებს სიტყვა "ერთობლივი", ანდა რატომ ცხადდება თანამშრომლობის საზღვრად ჩეჩნეთ-ინგუშეთის - და არა მდინარე ფსოუსთან გამავალი აფხაზეთის - სასაზღვრო მონაკვეთი.
საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელებმა საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ ოქმს ხელი ჯერ კიდევ 2002 წლის 17 ოქტომბერს ერევანში გამართული თანამეგობრობის სასაზღვრო სამსახურების სამიტის დროს მოაწერეს ხელი. ოქმის თანახმად, თანამშრომლობის მიმართულებად განისაზღვრა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთი, რადგან მხარეთა ურთიერთპრეტენზიები სწორედ ამ მონაკვეთზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობის გამო იჩენდა თავს. ერევანში ხელმოწერილი ოქმის შემდეგ გაჩნდა ცნება "ერთობლივი პატრულირება", რაც ჩვენთან საუბარში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა კორნელი სალიამ ასე განმარტა:
[კორნელი სალიას ხმა] "სულ რვა საკითხია განსახილველი - ეს არის: კავშირის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი სწავლების ჩატარება და ასეთი საკითხები."
მოსკოვსა და თბილისს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ურთიერთობის სრული გაწყვეტის ფონზე, ერევანში ხელმოწერილი შეთანხმება წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. სულ მალე ამას მოჰყვა შეხვედრათა სერია მოსკოვსა და თბილისში, ერთობლივი სწავლება დაღესტანში. თუმცა სიტყვა ერთობლივს გაუგებრობა რომ არ გამოეწვია, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები ყოველთვის განმარტავდნენ, რომ საზღვრის ერთობლივი დაცვა არ ნიშნავს იარაღით გადასვლას მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვრის დამრღვევთა მიდევნების მიზნით.
მაგრამ, თუკი საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ რუს მესაზღვრეებს გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვარი, მაშინ რატომ წარმოიშვა ერთობლივი სწავლების იდეა? ცივილიზებულ ქვეყნებში ერთობლივი სწავლების არსი ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სამხედროებმა კონკრეტული ამოცანის ერთობლივი ძალებით გადაჭრა შეძლონ?
ამ ფონზე ცოტა უცნაური ჩანდა საქართველოს პრეზიდენტის მოსკოვში ყოფნის დროს საზღვრის ერთობლივ დაცვაზე ყურადღების გამახვილება. სააკაშვილმა სასწრაფოდ გამოიძახა მოსკოვში გენერალი ვალერი ჩხეიძე და მას შესაბამისი შეთანხმების გაფორმება დაავალა. ჩვენ დავუკავშირდით ქართველ მესაზღვრეთა შტაბის უფროსს კორნელი სალიას, რათა გაგვერკვია, თუ რა წერია მოსკოვში ხელმოწერილ შეთანხმებაში და რით განსხვავდება იგი ერევანში ხელმოწერილი ოქმისგან.
[კორნელი სალიას ხმა] "ადრე ჩვენ წელიწადში ორჯერ ვხვდებოდით, წლის დასაწყისში და წლის ბოლოს, შტაბის უფროსთა დონეზე. დაიხვეწა უკვე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი: მუდმივი ინფორმაციის გაცვლა მოხდება, ასევე, საგუშაგოს უფროსებისა და რაზმის უფროსების დონზე. ეს სიახლეა."
როგორც შეამჩნევდით, სხვაობა არცთუ ისე თვალში საცემია და იგი კვლავ ინფორმაციის გაცვლაზე დაიყვანება.
თუმცა ერთი კია - პრეზიდენტების თანხმობით გულმოცემულმა ქართველმა მესაზღვრეებმა იქვე შესთავაზეს რუს კოლეგებს, რომ ურთიერთთანამშრომლობის არეალად არა მხოლოდ ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის მონაკვეთი იქცეს, არამედ სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის მონაკვეთები, სადაც საზღვარს მთლიანად რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. მით უფრო, რომ 6 წლის წინ, ზეპირი შეთანხმების დონეზე, რამდენიმე თვით მოხერხდა ქართველი მესაზღვრეების მივლინება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე.
ასე რომ, პრეცედენტი უკვე არსებობს და მოსკოვის შეთანხმების შემდეგ ჯერი ახლა სწორედ რუსეთზეა, რომელმაც ან უნდა გაითვალისწინოს ქართველი კოლეგების მოთხოვნები, ან სულ მალე მხარეებს ისევ მოუწევთ არაერთხელ გადაღეჭილი ერთობლივი პატრულირების შესახებ შეთანხმების ზარ-ზეიმით ხელის მოწერა.