Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი დღეს აჭარის

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი დღეს აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქს ეწვია, სადაც ასლან აბაშიძეს შეხვდა. ამ შეხვედრის პარალელურად ბათუმის ცენტრში ოპოზიციის რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელიც მოგვიანებით ხელკეტიანმა პოლიციელებმა დაარბიეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ შვიმერი ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც მან მიტინგის დარბევის შესახებ განაცხადა: [შვიმერის ხმა] "ამის თაობაზე აჭარის დატოვებამდე მაცნობეს და დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩავაყენე ბატონი აბაშიძე. მე მასთან ვისაუბრე პოლიციის როლის შესახებ სხვათა შეტაკებისას (და სულ ერთია ვინ არის პასუხისმგებელი ამ შეტაკებაზე). მე აბაშიძეს ვუთხარი, რომ დაუშვებლად მიმაჩნია, რომ პოლიციამ სცემოს დემონსტრანტები, რომლებიც თავად სხვებს ურტყამენ".
XS
SM
MD
LG