Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბული ვითარების შესახებ იუწყებიან ყოფილი


დაძაბული ვითარების შესახებ იუწყებიან ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ თამარაშენიდანაც,

დაძაბული ვითარების შესახებ იუწყებიან ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ თამარაშენიდანაც,
სადაც გუშინ ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის ორი თანამშრომელი მოკლეს. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს შიდა ქართლის ოლქის პროკურორ ამირან ნოზაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მართალია დღეს, რეგიონის გუბერნატორთან, მიხეილ ქარელთან შეხვედრის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა და ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზა გახსნა, მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას და დასჯას. ამავე ცნობის თანახმად, მკვლელის ვინაობა ოპერატიული სამსახურებისთვის ცნობილია. ტარდება ღონისძიებები მის დასაკავებლად. გუშინ ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის ეზოში მოკლეს მუზეუმის დარაჯი და მძიმედ დაჭრეს მუზეუმის რესტავრატორი, რომელიც დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა ცხინვალის საავადმყოფოში. მომხდარით აღშფოთებულმა თამარაშენის მოსახლეობამ ცხინვალი-ვლადიკავკაზის საავტომობილო გზა გადაკეტა. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა დამატებითი შენაერთები გამოიყვანეს.
XS
SM
MD
LG