Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის მერი გიორგი აბაშიძე დღეს


ბათუმის მერი გიორგი აბაშიძე დღეს საკუთარი ინიციატივით შეხვდა აჭარაში მოქმედი ორგანიზაციის,

ბათუმის მერი გიორგი აბაშიძე დღეს საკუთარი ინიციატივით შეხვდა აჭარაში მოქმედი ორგანიზაციის,
"გაერთიანებული ოპოზიცია - ჩვენი აჭარის" ლიდერებს. გიორგი აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის ვაჟია. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი უკვე ესაუბრა აჭარის მთავრობას ოპოზიციის ოფისებისთვის საგანგებო დაცვის გამოყოფის შესახებ. გიორგი აბაშიძის აზრით, აჭარაში მოქმედებს "მესამე ძალა", რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუღლს გაღვივებას ცდილობს. 20 თებერვალს ასლან აბაშიძის მომხრეებმა ოთხი ოპოზიციური ორგანიზაციის ოფისები დაარბიეს და სასტიკად გაუსწორდნენ ოპოზიციის აქტივისტებს. "გაერთიანებული ოპოზიცია - ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი ლიდერის თამაზ დიასამიძის აზრით, გიორგი აბაშიძის შეხვედრით ადგილობრივ ოპოზიციასთან ასლან აბაშიძე აღიარებს, რომ მას რეგიონში ოპოზიცია ჰყავს.
XS
SM
MD
LG