Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში დაიწყო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ


ბაქოში დაიწყო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორდღიანი ვიზიტი. ის დღესვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და, როგორც იუწყებიან,

ბაქოში დაიწყო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორდღიანი ვიზიტი. ის დღესვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და, როგორც იუწყებიან,
პრეზიდენტებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა გაღრმავდეს კავშირი ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში. როგორც სააკაშვილმა ბაქოში განაცხადა, გარკვეული "პოლიტიკური ძალები" ცდილობენ, ჩაშალონ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. [სააკაშვილის ხმა] "მოველი, და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რომ რამდენიმე თვეში გარკვეული პოლიტიკური ძალები - უმეტესწილად სხვა ქვეყნებიდან - ეკოლოგიური საკითხების მომიზეზებით შეეცდებიან, შეაჩერონ პროექტი, ან გამოვიდნენ ინიციატივით, შეიცვალოს ნავთობსადენის მარშრუტი, რათა შეწყდეს, ან კიდევ რამდენიმე წელი დაყოვნდეს ნავთობსადენის მშენებლობა". სააკაშვილს არ უთქვამს, რომელ პოლტიკურ ძალებს გულისხმობს.
XS
SM
MD
LG