Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ისრაელმა სამხედროებმა სულ ცოტა


კვირას ისრაელმა სამხედროებმა სულ ცოტა - ხუთი პალესტინელი

კვირას ისრაელმა სამხედროებმა სულ ცოტა - ხუთი პალესტინელი
მოკლეს ღაზის სამხრეთში. "სააგენტო ფრანს პრესი" იტყობინება, რომ ისრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი მამაკაცი და მისი მეუღლე მაშინ მოკლეს, როცა მათ აპტიმრობიდან თავის დაღწევა სცადეს. დანარჩენი სამი პალესტინელი ამის შემდეგ გახსნილი ცეცხლის დროს დაიღუპნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მრჩეველი გოლდი ასე შეეცადა რეიდის გამართლებას: [გოლდის ხმა] "ისრაელი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა არჩევანის გარეშე. ის იძულებულია ღაზის სექტორში ტერორიზმის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. ეს ტორორისტული ქსელი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელებს, არამედ პალესტინელებსა და ისრაელ არაბებსაც". დღევანდელი რეიდის შედეგად ღაზის სექტორში მრავალი ადამიანი დაიჭრა და სამი სახლი განადგურდა. ისრაელისა და პალესტინის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება
XS
SM
MD
LG