ქალს, რომლის შესახებაც დღეს უცხოეთში, შესაძლოა, ბევრი არაფერი იყოს ცნობილი, მაგრამ სამშობლოში - ნიდერლანდში - ის მუდამ უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ვისზეა ლაპარაკი და რატომ, ახლავე შეიტყობთ.
[იულიანას წარდგენა -იხ. აუდიოვერსია] "იულიანა ლუიზე ერნა მარიე ვილჰელმინა - ნიდერლანდის პრინცესა, ორანია-ნასაუს პრინცესა, დაბადებული 1909 წლის 30 აპრილს. 1948-1980 წლებში ნიდერლანდის დედოფალი" - ეს გახლავთ ქალბატონი, რომლის გამოსახულებამაც და რომლისადმი მიძღვნილმა სტატიებმა, რეპორტაჟებმა თუ დოკუმენტურმა ფილმებმა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები შემოიარა. სამწუხარო მიზეზით - პრინცესა იულიანა 20 მარტს გარდაიცვალა.
რაც შეეხება მისდამი მასმედიის ყურადღებას - ის გაცილებით აღემატება ბულვარული პრესის ჩვეულ ინტერესს დიდგვაროვნებისა და შეძლებულებისადმი. რახან პრინცესა იულიანა უკვე ხანდაზმული, 94 წლისა იყო და დიდი ხანია ნიდერლანდის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი აღარ შეუსრულებია, სწორედ მასმედიის, ისევე როგორც პოლიტიკოსებისა, თუ რიგითი ნიდერლანდელების გამოხმაურება გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რაც იულიანამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ წლებში გააკეთა: მისი მმართველობის წლებში ნიდერლანდის სამეფოსაგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს ინდონეზიამ და სურინამმა; თვით ნიდერლანდმა არნახული ეკონომიკური აღმავლობა განიცადა; ხოლო ევროპის ქვეყნების დაახლოებას, რასაც აქტიურად ემხრობოდა დედოფალი იულიანა, კონტინეტზე სტაბილური მშვიდობა დაამკვიდრა.
[ბალკენენდეს ხმა] "სახელმწიფოს მეთაურობისას ის ჩვენს ქვეყანაში, მთელ სამეფოში დიდი ცვლილებების მოწმე იყო და მიესალმებოდა ცვლილებებსო," აღნიშნა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენენდემ. მანვე რამდენიმე სიტყვით გამოხატა ყოფილი დედოფლისადმი თანამემამულეების სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება: [ბალკენენდეს ხმა] "მისი სახით დავკარგეთ გულთბილი და მზრუნველი ქალი - ყოველი ჩვენგანის დედა".
ქალი, რომელიც ნიდერლანდელებს უახლოესი ადამიანივით უყვარდათ (სხვათა შორის, ეროვნული დღესასწაული სწორედ იულიანას დაბადების დღეს, 30 აპრილს აღინიშნება და არა სხვა თარიღთან დაკავშირებით, თუნდაც ამჟამინდელი დედოფლის დაბადების დღეს) ტახტზე ავიდა 1948 წლის სექტემბერში: 4 სექტემბერს იულიანას დედა, დედოფალი ვილჰელმინა გადადგა და გვირგვინი ქალიშვილს დაუთმო... [ვილჰელმინას ხმა და ხალხის ხმაური]
ნიდერლანდის ახალმა დედოფალმა, რომელსაც 1948 წლის 4 სექტემბერს ასე აღტაცებული მიესალმნენ თანამემამულეები, მომდევნო წლებში დიდწილად განსაზღვრა არა მარტო თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი: აღიარებულია მისი როლი ზოგადად, ევროპელი მონარქის როლის შეცვლაში, მის ასე ვთქვათ, "გათანამედროვებაში".
დედოფალ იულიანას სძულდა რევერანსები, სძულდა მიმართვა "თქვენო უდიდებულესობავ", უყვარდა ქალაქში ველოსიპედით სიარული და "ბროდიეს" - ბუტერბროდები, რომელთაც ჩვეულებრივი ჰოლანდიელები მიირთმევენ. დედოფლისა და მისი მეუღლის, პრინც ბერნარდის ოთხივე ქალიშვილი ჩვეულებრივ ჰოლანდიურ სკოლებში დადიოდა და არა საზღვარგარეთის პრესტიჟულ ელიტარულ სასწავლებლებში. იულიანა ბოლო თვეებშიც კი, როცა ასაკითა და ავადმყოფობით დასუსტებულიყო, ინვალიდის სავარძლით სუპერმარკეტში სიარულს არ იშლიდა...
ნიდერლანდელებს, ალბათ არც ის დაავიწყდებათ, რომ 1953 წელს, სტიქიური უბედურების დღეებში, როცა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი დატბორილი იყო, მათს გვერდში იდგა რეზინის ჩექმებიანი დედოფალი, რომელიც დაზარალებულებს ელაპარაკებოდა, ამხნევებდა... [კლარა ლოვინკის ხმა] "ჩემზე დედოფალმა იულიანამ ძალიან გულთბილი, უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ის არ ყოფილა გულგრილი არც ერთი ადამიანისადმი, ვისთანაც შეხება ჰქონია. ის მართლაც იყო - თუ ჰოლანდიურიდან სიტყვა-სიტყვით გამოვთარგმნით - "მამულის დედა", ამბობს კლარა ლოვინკი - ჰოლანდიელი დიპლომატის მეუღლე, რომელსაც იულიანასთან რამდენიმეჯერ შეხვედრის საშუალება მიეცა.
რამდენად გულთბილი ადამიანი და უჩვეულო დედოფალი იყო იულიანა, კიდევ ერთი ეპიზოდიდან ჩანს: 1966 წელს მისი უფროსი ქალიშვილი პრინცესა ბეატრიქსი გერმანელ დიპლომატზე დაქორწინდა, რასაც ჰოლანდიელებში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა - საქმე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰოლანდიაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი იყო. მაგრამ დედოფალმა იულიანამ ახალგაზრდების მხარე დაიჭირა - ერთი უბრალო მიზეზით...
[იულიანას ხმა] " - თუ ჩემმა ქალიშვილმა იპოვა მამაკაცი, რომელიც უყვარს, მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ!"
[ჟურნალისტი ] "- გერჩივნათ, თქვენი ქალიშვილი პრინცზე დაქორწინებულიყო?"
[იულიანას ხმა]: "- არ ვიცი, ვერ გეტყვით! მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მიხარია, რახან ქმართან ბედნიერია".
სხვათა შორის, დროთა განმავლობაში ბეატრიქსის გერმანელი მეუღლე - კლაუს ფონ ამსბერგი, ჰოლანდიელებმაც შეიყვარეს. ის ნიდერლანში, გამოკითხვების თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიროვნება გახდა.
რაც შეეხება ისევ იულიანას, მან 1980 წელს საკუთარი დედის მაგალითს მიბაძა და ნებაყოფლობით გამოეთხოვა სამეფო ტახტს. გვირგვინი უფროს ქალიშვილს, ბეატრიქსს გადაულოცა და ის -ახალი დედოფალი - თანამემამულეებს წარუდგინა [იულიანას ხმა]
მას შემდეგ ყოფილ დედოფალს, მისივე ნებით, ისევ "პრინცესა იულიანას" უწოდებდნენ და ის შინ, სოესტდიიკის სასახლეში ყოფნას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა, ვიდრე ძალა შესწევდა ქველმოქმედებასაც აგრძელებდა...
რამდენად დიდი იყო ყოფილი დედოფლის ავტორიტეტი, კარგად ჩანს სტატიიდან, რომელიც ჰოლანდიის უდიდესი გაზეთის, მემარცხენე ორიენტაციის "ფოლკსკრანტში" დაიბეჭდა 22 მარტს, იულიანას გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ: "იულიანა სულითა და ხორცით დემოკრატი იყო [...] მართალია, დემოკრატიის კონცეფციიდან გამომდინარე, მონარქიას რესპუბლიკა ჯობია, მაგრამ იულიანამ თავისი მმართველობის სტილით მიაღწია იმას, რომ რესპუბლიკის მომხრეები ნიდერლანდში უმცირესობად იქცნენ."
საყვარელ დედოფალს ჰოლანდიელები ამ დღეებში ეთხოვებიან - უტრეხტის მახლობლად სოესტდიიკის სასახლის წინ ყვავილების ნამდვილი ზღვაა გადაშლილი...
ნიდერლანდის ყოფილი დედოფლის მმართველობის სტილმა კი, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, საქართველოზეც იქონიოს გავლენა: ასეა თუ ისე, საქართველოს ამჟამინდელი პირველი ლედია გაზრდილი ქვეყანაში, სადაც ხალხის საყვარელი დედოფალი ქუჩაში ველოსიპედით დადიოდა და ჩვეულებრივი სუპერმარკეტის ხშირი სტუმარი იყო...