Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პრაქტიკულად


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პრაქტიკულად დაასრულა ინსპექცია ლიბიაში - იტყობინება სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ალ-ბარადეი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პრაქტიკულად დაასრულა ინსპექცია ლიბიაში - იტყობინება სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ალ-ბარადეი.
მისი სიტყვებით, სააგენტოს დიდი სამუშაო ელის ირანში. ელ-ბარადეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანმა უნდა ითანამშრომლოს სააგენტოსთან. "მე აპრილის დამდეგს გავემგზავრები ირანში", თქვა ბარადეიმ, "რათა დახმარება აღმოვუჩინო ქვეყნის ხელისუფლებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საქმეში. ეს საშუალებას მოგვცემს, დავწმუნდეთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისააო", თქვა მან.
XS
SM
MD
LG