Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო განაგრძობს ძალისხმევას კვიპროსის გაერთიანების


გაერო განაგრძობს ძალისხმევას კვიპროსის გაერთიანების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი და თურქი კვიპროსელების

გაერო განაგრძობს ძალისხმევას კვიპროსის გაერთიანების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი და თურქი კვიპროსელების
მეთაურებს შორის ჯერ კიდევ უთანხმოება სუფევს. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შეუდგა მუშაობას კვიპროსზე 24 აპრილის რეფერენდუმისათვის. რეფერენდუმზე გააქვთ გაეროს სამშვიდობო გეგმა. არადა კონფლიქტში გახვეული ოთხი მხარის: საბერძნეთის, თურქეთის, ბერძენი და თურქი კვიპროსელების წარმომადგენლებმა წარუმატებლად დაამთავრეს 9-დღიანი მოლაპარაკება, რომელსაც შვეიცარიამ უმასპინძლა. დღეს ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, გიუნტერ ფერჰოიგენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნძულის გაერთიანების მორიგი შანსი თვალსაწიერ მომავალში აღარ გამოჩნდება. ამასთან,
ფერჰოიგენმა გაიმეორა ევროკავშირის მიერ გამოთქმული სურვილი, რომ კვიპროსი უკვე გაერთიანებული იყოს და 1 მაისს ისე გაწევრიანდეს ევროკავშირში.
XS
SM
MD
LG