საზღვაო გარემოს დაცვის კომიტეტმა ბალტიის ზღვას განსაკუთრებულად მგრძნობიარე ზღვის სტატუსი განუსაზღვრა. გადაწყვეტილება დიდწილად განაპირობა ბალტიის ზღვის მოსაზღვრე წყლების 8 ქვეყნის ინტენსიურმა ლობისტურმა საქმიანობამ.
სხვა სარგებლის გარდა, სტატუსი ბალტიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებს ნავთობის ტრანსპორტირების ახალი სპეციალური სტანდარტების შემუშავებას ჰპირდება. ახალი სტანდარტები სავარაუდოდ მოიცავს ყველაფერს, გემების ტექნიკური ხარისხით დაწყებული, ეკიპაჟის მომზადების მაჩვენებლით დამთავრებული.
თუმცაღა, რუსეთის ტერიტორიულ წყლებზე ბალტიის ზღვაზე შემოღებული სპეციალური ღონისძიებები არ გავრცელდება. ეს მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც მოსკოვმა თითქოსდა სიძვირის გამო, ლონდონში კომიტეტის სხდომაზე მიღებულ სიახლეებს მხარი არ დაუჭირა.
ბალტიის ზღვის 8 სახელმწიფო გერმანია, დანია, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და შვეცია ბალტიის ზღვის რეგიონის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ზონად გამოცხადებას თავიდანვე უჭერდა მხარს. რუსეთი თავიდანვე წინააღმდეგი იყო, რაც გარემოს მსოფლიო ფონდის ხელმძღვანელის საიმონ უოლმსლის თქმით, მარტივ მიზეზთან, ნავთობთანაა დაკავშირებული.
[საიმონ უოლმსლის ხმა]-"რუსები ამ პროექტს მხარს არ უჭერენ, ვინაიდან ბალტიის ზღვაში ნავთობის ახალი საბადოების ექსპლუატაცია დაიწყეს. ამიტომ მათ სურთ ნავთობის ტრანსპორტირება როგორც ბალტიის რეგიონიდან, ისე ბალტიის რეგიონში. მათი სურვილია ეს სექტორები საერთაშორისო ვაჭრობაშიც აქტიურად იყოს ჩართული. ასე რომ ისინი ეწინააღმდეგებიან პროექტს, რომელშიც ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ."
ბალტიის სახელმწიფოები ზღვის დაცვის მკაცრი ღონისძიებების შემუშავების მომხრენი არაიან. როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიჩარდს პიკსმა 5 აპრილს კოპენჰაგენში განაცხადა, ქვეყანა მზადაა მკვეთრად გაამკაცროს კონტროლი და ერთშრიანი კორპუსის მქონე ტანკერები პორტებში არ დაუშვას, თუ სხვა სახელმწიფოებიც ანალოგიურად მოიქცევიან. თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მოელერმა აღნიშნა, რომ დანია ბალტიის ზღვაში მხოლოდ ორშრიანი კორპუსის მქონე ტანკერების დაშვების მომხრეა. მინისტრები ამ საკითხზე მრავალმხრივი ქვეყანათშორისი ხელშეკრულების გაფორმების მომხრენი არიან.
სიფრთხილის ამგვარ ღონისძიებებს გამართლება ნამდვილად მოეძებნება. ევროპის კავშირისათვის 2002 წელს ნავთობ-ტანკერ "პრესტიჟის" ჩაძირვა გაფრთხილებასავით ჟღერდა. 70 000 ტონის მოცულობის ჩაღვრილმა ნავთობმა ესპანეთის, პორტუგალიის და საფრანგეთის 2000 კილომეტრის სანაპირო ზოლი დააბინძურა და თევზმჭერ ფლოტს მთელი სეზონი ჩაუგდო.
ერთფა კორპუსიანმა, მოძველებულმა ტანკერებმა, ექსპერტთა თქმით, დიდი ხანია გადატვირთა ბალტიის ზღვა. ზღვა ინდუსტრიული ნარჩენებისგან უკვე საკმაოდ დაბინძურებულია. ეფექტი უახლოეს ხანში შესაძლოა, კატასტროფულიც იყოს. უოლმსლის თქმით, სწორედ აღნიშნულმა მდგომარეობამ გააერთიანა რეგიონის ქვეყნები. მათ, საერთაშორისო საზღვაოსნო ორგანიზაციის მხარდაჭერით, რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება შეძლეს.
[უოლმსლის ხმა] " ეს ნიშნავს, რომ გარემო უფრო დაცული, საზღვაო ინცინდენტების რისკი კი ნაკლები იქნება. ვინაიდან წლის ნაკადების ცვლილებების ტყემპი ბალტიის ზღვაში ძალზე დაბალია, "პრესტიჟის" მასშტაბის ინცინდენტი კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ეს ძირითადად იმის გამო, რომ ზღვის წლის ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად ბალტიის ზღვაში გაცილებით დიდი დროა საჭირო, ვიდრე სხვაგან. ასე რომ "პრესტიჟის" ანალოგიური ტრაგედია ბალტიის ზღვაში გამოუსწორებელი შედეგებით დასრულდებოდა. "
გასული ექვსი წლის განმავლობაში ბალტიის ზღვაში ნავთობ-ტანკერების რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ექსპერტების ვარაუდით, 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი გასამმაგდება. ეს კი ნიშნავს, რომ საზღვაო შემთხვევათა რიცხვის სწრაფი ზრდის ალბათობაც დიდია. ამ ალბათობას ალბათ ახალი წესები შეამცირებს.
დღეისათვის მსოფლიოში განსაკუთრებით მგრძნობიარე სტატუსის მქონე 5 საზღვაო რეგიონი იყო ცნობილი-ბალტიის ზღვა მეექვსეა. რეგიონი გარემოსდაცვითი რეგულირების ახალი მექანიზმების ამოქმედების მოლოდინშია.