Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვლილი დღე-ღამის მანძილზე ერაყში 13


განვლილი დღე-ღამის მანძილზე ერაყში 13 უცხოელი მოიტაცეს, მათ შორის იაპონიის სამი მოქალაქე.

განვლილი დღე-ღამის მანძილზე ერაყში 13 უცხოელი მოიტაცეს, მათ შორის იაპონიის სამი მოქალაქე.
არაბულენოვან ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ცნობით, იაპონელთა გამტაცებელი დაუდგენელი ჯგუფი იმუქრება, რომ მძევლებს დახოცავს, თუ ტოკიო ერაყიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს. ამ მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა იაპონიის მთავრობა, რომლის განცხადებით, იაპონელი ჯარისკაცები ერაყში სამშვიდობო მისიას ასრულებენ და ვიდრე საჭირო იქნება, იქ დარჩებიან. დღესვე, თანამდებობიდან გადადგა ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრი ნური ალ ბადრანი. თავისი გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაცია მისი საქმიანობით უკმაყოფილო იყო.
XS
SM
MD
LG