Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ლუის ფრიმ განაცხადა, რომ საფინანსო და სხვა რესურსების ნაკლებობამ არ

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ლუის ფრიმ განაცხადა, რომ საფინანსო და სხვა რესურსების ნაკლებობამ არ
მისცა საშუალება მის უწყებას წარემართა ეფექტიანი ანტიტერორისტული კამპანია 2001 წლის 11სექტემბრამდე. ფრი გამოვიდა დამოუკიდებელი კომისიის წინაშე, რომელიც იკვლევს, შეიძლებოდა თუ არა ამ ტერაქტების თავიდან აცილება [ფრის ხმა]: "ჩვენი ბიურო, როგორც იცით, 11 სექტებრის ტერაქტების წინ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხის 3 პროცენტს იღებდა. და არ არის სიახლე, რომ საფინანსო საკითხები და იურიდიული უფლებამოსილების საკითხები, ამ ბიუროს მოქმედებას ტერაქტებამდე ზღუდავდა". კომისიის დასკვნაში წერია, რომ ბიუროს მუშაობას ხელს უშლიდა სადაზვერვო მასალის ნაკლებობა და უწყების მოუქნელი სტრუქტურა.
XS
SM
MD
LG