Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინიტრმა დონალდ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინიტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მომსახურე ძალების როტაცია

შეერთებული შტატების თავდაცვის მინიტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მომსახურე ძალების როტაცია
ერაყში 90 დღით შეჩერდება. ამ გადაწყვეტილებით ერაყში სამსახურის ვადა 20000 ჯარისკაცს გაუხანგრძლივდა.მანამდე ამერიკის სარდლობამ ერაყში დამატებითი სამხედრო ძალები მოითხოვა და პასუხად ვაშინგტონისგან თანხმობა მიიღო. დღესვე ერაყში გასულ კვირაში გატაცებული 3 იაპონელი მოქალაქე გაათავისუფლეს. თუმცა ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ მეამბოხეებმა კიდევ 2 იაპონელი გაიტაცეს და ოთხი იტალიელი მძევლიდან ერთი აწამეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენი სამი იტალიელი მძევლის სიცოცხლეც საფრთხეშია.
გამტაცებლები იაპონიისა და იტალიის ხელისუფლებისაგან კოალიციის ძალებში დისლოცირებული ეროვნული სამხედრო ნაწილების ერაყიდან გაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნას რომიც და ტოკიოც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
დღესვე ბაღდადში ირანის მისიის მახლობლად ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ირანელი დიპლომატი, მისიის პირველი მდივანი ხალილ ნაიმი მოკლეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დროისათვის ერაყელ ემმბოხეებს მძევლად დახლოებით 40 უცხოელი მოქალაქე ჰყავთ აყვანილი.
XS
SM
MD
LG