Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,მთელს


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი სამხედრო შენაერთი" უწოდა ქართულ-

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი სამხედრო შენაერთი" უწოდა ქართულ-

ამერიკული ,,წვრთნისა და აღჭურვის" სამხედრო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ სამხედრო შენაერთს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ,,წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით შაბათს, თბილისში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის აშშ-ს გვერდით დაუდგეს ყველგან, სადაც არის საერთაშორისო ინტერესები და სადაც ხდება დემოკრატიისთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს კონგრესს და ადმინისტრაციას ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის გაგრძელებისთვის.
,,წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობის თხოვნით 2002 წლის მაისში დაიწყო.
აშშ-ს მთავრობამ ამ პროგრამის განხორციელებისათვის 64 მილიონი დოლარი გამოყო.


XS
SM
MD
LG