საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს ახალი სახელმწიფო ჰიმნი. მას 131 პარლამენტარი მიემხრო, წინააღმდეგი იყო 14.
ახალი ჰიმნის მუსიკის ავტორია იოსებ კეჭაყმაძე, ტექტის ავტორი - დავით მაღრაძე. პარლამენტი პარასკევს გააგრძელებს ახალი ჰიმნის საკითხზე მსჯელობას. დღეს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის საგანგებო კომისიამ საქართველოს ახალი სახელმწიფო გერბისა და დევიზის კონკურსში გამარჯვებული პირები გამოავლინა. გამარჯვებული დევიზია "ძალა ერთობაშია", რომლის ავტორები ჩვეულებრივი მოქალაქეები ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი არიან. გერბის კონკურსში კი ჰერალდიკოსმა მამუკა გონგაძემ გაიმარჯვა. მის მიერ წარდგენილ ესკიზზე გამოსახულია ორი ლომი, ხოლო მათ შუაში ჯვრით ოთხად გაყოფილი ფარი. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე ელდარ შენგელაიამ განაცხადა, რომ ახალ გერბს საზოგადოება პარასკევს იხილავს.