Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ეკონომიკის მინისტრ გერმან გრეფს


რუსეთის ეკონომიკის მინისტრ გერმან გრეფს აეჭვებს, რომ შესაძლებელია რუსეთში ინფლაციის

რუსეთის ეკონომიკის მინისტრ გერმან გრეფს აეჭვებს, რომ შესაძლებელია რუსეთში ინფლაციის
მოკლე დროში შეკვეცა - ეს კი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშინდელ მიმართვაში "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" ერთ-ერთ მთავარ მიზნად არის დასახელებული. ეკონომიკის მინისტრმა დღეს მოსკოვში განაცხადა, რომ მიზანი, ინფლაცია სულ რამდენიმე წელიწადში 3 პროცენტამდე დავიდეს, დიდად გამართლებული არ არის, ვინაიდან ინფლაციის ასეთ დონემდე სწრაფად შემცირებამ, შესაძლოა, ეკონომიკას ავნოს. გრეფის შეფასებით, უმჯობესია, მიზანი იყოს 2007 წლამდე ინფლაციის 4,5 პროცენტამდე შემცირება, ხოლო 2008 წლის შემდეგ - 3 პროცენტამდე დაყვანა.
XS
SM
MD
LG