Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ცნობილი დისიდენტი ჰაშემ აღაჯარი


ირანში ცნობილი დისიდენტი ჰაშემ აღაჯარი თავდებით გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

ირანში ცნობილი დისიდენტი ჰაშემ აღაჯარი თავდებით გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
მან ციხეში 2 წელი დაჰყო მას შემდეგ, რაც სიკვდილით დასჯა დაემუქრა იმის გამო, რომ ირანელებს მოუწოდა, ბრმად არ დამორჩილებოდნენ რელიგიურ ლიდერებს. აღაჯარისათვის მრკეხელობის ბრალდებით განაჩენის გამოტანას 2002 წელს სტუდენტების მსაშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დღეს აღაჯარის ვექილის განცხადებით, მისი კლიენტის მეგობარმა გადაიხადა თავდებით გამოსაშვებად საჭირო თანხა - 100 000 დოლარი. წელს ივნისში უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მკრეხელობის ბრალდების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი და აღაჯარის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG