Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერძენი მძლეოსნების, კოსტას კედერისისა და


ბერძენი მძლეოსნების, კოსტას კედერისისა და კატერინა ტანუს გარშემო სკანდალი დასრულდა - ორივე მორბენალმა უარი თქვა მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.

ბერძენი მძლეოსნების, კოსტას კედერისისა და კატერინა ტანუს გარშემო სკანდალი დასრულდა - ორივე მორბენალმა უარი თქვა მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ჟიზელ დევისი იტყობინება: [დევისის ხმა] "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა ცნობად მიიღო კოსტას კედერისის, კატერინა ტანუსა და მათი მწვრთნელის, ქრისტოს ცეკოსის უარი თამაშებში მონაწილეობაზე. კედერისისა და ტანუს საქმეები მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციას გადაეცემა შემდგომი განხილვისთვის და ორივე ათლეტის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების მისაღებად. კედერისი და ტანუ - წინა ოლიმპიადის პრიზიორები - არ გამოცხადდნენ სავალდებულო სადოპინგო შემოწმებაზე ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ. იმავე დღეს, როცა შემოწმების ვადა ამოიწურა, კედერისი და ტანუ ავტოავარიაში მოხვდნენ, საავადმყოფოში იქნენ მოთავსებული მსუბუქი ტრავმებით და მხოლოდ ოთხშაბათს შეძლეს კომისიის წინაშე გამოცხადება.
XS
SM
MD
LG