Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალმა, რომელსაც მეტეოროლოგები "ივანს" უწოდებენ


ქარიშხალმა, რომელსაც მეტეოროლოგები "ივანს" უწოდებენ, კარიბის ზღვაში კუბის სამხრეთით მდებარე კეიმენის კუნძულებს გადაუარა.

ქარიშხალმა, რომელსაც მეტეოროლოგები "ივანს" უწოდებენ, კარიბის ზღვაში კუბის სამხრეთით მდებარე კეიმენის კუნძულებს გადაუარა.
ცნობებში ლაპარაკია ძლიერ წვიმებსა და ქარზე, რომლის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევდა. ქარიშხალი შედარებით შესუსტებულია, მაგრამ შესაძლოა, ისევ მოიკრიბოს ძალა და დიდი ზარალი მოიტანოს. კვირას ინტენსიური მზადება გრძელდებოდა კუბაში - მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი "ივანი" კუბას ამაღამ გადაუვლის და შემდეგ ფლორიდის მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას. გასული კვირის მანძილზე ქარიშხალმა სულ მცირე 55 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG