Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკითხვა თავად აუგუსტო პინოჩეტის სახლში


დაკითხვა თავად აუგუსტო პინოჩეტის სახლში, სანტიაგოში შედგა და 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

დაკითხვა თავად აუგუსტო პინოჩეტის სახლში, სანტიაგოში შედგა და 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა
გამომძიებლის ინტერესი დიქტატორის მოღვაწეობის წლებში მისი ოპონენტების გაუჩინარების ბურუსითმოცულ საკითხს შეეხებოდა. საუბარია, 1970-იანი წლების მიწურულს მემარცხენეთა ფარულ რეპრესიებზე. დაკითხვის შედეგებთან დაკავშირებით გამომძიებელს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩილეს უზენაესმა სასამართლომ პინოჩეტს იმუნიტეტი გასულ თვეს მოუხსნა და მას ახლა მართლმსაჯულებისგან აღარაფერი იცავს. იმავე უზენაესმა სასამართლომ ორი წლის წინათ ყოფილი დიქტატორი გონებრივად არაჯანმრთელად მიიჩნია და ჩათვალა, რომ მისი მართლმსაჯულებისთვის გადაცემა არ შეიძლებოდა. აუგუსტო პინოჩეტს აღენიშნება დემენციის მსუბუქი ფორმა, რაც იგივე ჭკუასუსტობას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG