Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს მოუწოდებს, ისევ გახსნას


საქართველო რუსეთს მოუწოდებს, ისევ გახსნას ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე “ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

საქართველო რუსეთს მოუწოდებს, ისევ გახსნას ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე “ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვები პუნქტი.
ის რუსულმა მხარემ ჩაკეტა 3 სექტემბერს, ბესლანის მოვლენებთან დაკავშირებით და იმ მიზნით, რომ, რუსული მხარის განმარტებით, საქართველოში მყოფ ჩეჩენ სეპარატისტ მეომრებს ჩრდილოეთ ოსეთში არ შეეღწიათ. საქართველო და სომხეთი აცხადებენ, რომ ზემო ლარსის ჩაკეტვმა უკვე სერიოზული ზარალი მიაყენა ორივე ქვეყნის ეკონომიკას. საქართველოს შემთხვევაში, როგორც დღეს აღნიშნა პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა, ლაპარაკია დაახლოებით 4ი მილიონი ლარის ზარალზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ასევე დღევანდელი განცხადებით, საქართველო და სომხეთი მიმართავენ ზომებს, რათა რუსეთი დაიყოლიონ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნაზე.
XS
SM
MD
LG