Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების
შედეგების შესახებ წინააღმდეგობრივი ცნობები გავრცელდება. ორშაბათს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერობდა აფხაზეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც თითქოს და დაამარცხა მთავარი კონკურენტი – ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი ბაღაფში. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომისიას არ გაუვრცელებია არანაირი ოფიციალური ცნობა არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ. აფხაზეთში არჩევნების შესახებ 4 ოქტომბერს კომენტარი გააკეთა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ. მან განაცხადა, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას ისევე, როგორც 3 ოქტომბრის არჩევნებს.
XS
SM
MD
LG