Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის კულინარია სერიოზული პრობლემის წინაშე


უნგრეთის კულინარია სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: უნგრეთის ყველა მაღაზიის

უნგრეთის კულინარია სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: უნგრეთის ყველა მაღაზიის
თაროდან გაქრა დაფქვილი წითელი წიწაკა და ყველა ის პროდუქტი, რომელიც წითელ წიწაკას შეიცავს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზოგიერთ საწყობებში შემოწმებულ დაფქვილ წითელ წიწაკაში აღმოჩნდა ტოქსინის კვალი, რომელიც ღვიძლს აზიანებს და შეიძლება სიმსივნის გამომწვევი გახდეს. ამის გამო ყველა საბითუმო მოვაჭრეს ამ სახის წიწაკის გაყიდვიდან ამოღება დაევალა. ამგვარმა ცნობამ შოკში ჩააგდო უნგრელები, რადგან უნგრეთის თითოეული მოქალაქე წელიწადში საშუალოდ ნახევარ კილო წითელ წიწაკას მოიხმარს.
XS
SM
MD
LG