ყურადღების ცენტრში რატომღაც პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნომერ მე-6 ქართულ-გერმანული გიმნაზია მოექცა. სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები ამ სასწავლებელში ასაფეთქებელ ნივთიერებას 1 ნოემბრის დილის 9 საათიდან უშედეგოდ ეძებდნენ. სკოლაში ბომბი არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ კვლავ ვიღაცამ იხუმრა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სადისპეტჩერო ცენტრს სკოლის დანაღმვის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
ისინი არ არიან ტერორისტები, კლასიკური გაგებით: არ აფეთქებენ შენობებს, არ აჰყავთ მძევლები, არ ხოცავენ ადამიანებს, თუმცა თავიანთი საქციელით საკმაოდ სერიოზულ მატერიალურ და მორალურ ზიანს აყენებენ როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ასევე მთელ სახელმწიფოს. ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ “სატელეფონო ტერორისტებზე”, რომლებიც მიზანში ამოღებულ დაწესებულებებს ცრუ შეტყობინებებით ნორმალურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
[დარაჯის ხმა] “პოლიციიდან მოვიდნენ და გვითხრეს, გამოიყვანეთ ბავშვებიო და გამოვიყვანეთ გარეთ. პირველი არ არის ასეთი რამ. ერთი კვირის წინ, ხუთშაბათს, იყო ასეთივე შემთხვევა. მაშინაც პოლიცია მოვიდა… მეგობარო, სად მიდიხართ? არავინ არ არის სკოლაში!”
და მართლაც, მე-6 სკოლის დარაჯს, რომელსაც მე ვესაუბრე, ტყუილი არ უთქვამს. პირველ ნოემბერს ამ სკოლაში სასწავლო პროცესი არ განახლებულა. პოლიცია და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დილიდანვე ნაღმს ეძებდნენ, სკოლაში მისულ ბავშვებს კი უკან აბრუნებდნენ.
[გოგონას ხმა] “ცხრის ნახევარზე რომ შევედით გაკვეთილზე, მოვიდნენ და გვითხრეს, გადით, ბომბიაო და გამოგვიყვანეს. “(იცინიან)
სასწავლო პროცესის ჩაშლის გამო სკოლის მოსწავლეებს გული დიდად არ დასწყვეტიათ. ალბათ, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ, პოლიციის ინფორმაციით, ანონიმური შეტყობინების ავტორი მოზარდია. სატელეფონო ხულიგნობა რომ სკოლის მოსწავლეთა საყვარელი თავშესაქცევია, ეს ჩემი რესპონდენტების შემდეგი კომენტარებიდანაც კარგად ჩანს:
[სკოლის მოსწავლის ხმა] “ის 53-ე სკოლაში იყო… პანიკები იყო, პირზე ცხვირსახოცაფარებულები დავდიოდით, გარეთ გამოვვარდით… ზოგი რეანიმაციაში დაწვა და რაღაც… საბედნიეროდ, მსხვერპლი არ იყო.”(სტილი დაცულია)
[სკოლის მოსწავლის ხმა] “51-ში რვაჯერ იყო ასეთი ზარი… გამოიტანეს ქვიშით სავსე ერთჯერადი პარკი, მავთულები, მაღვიძარა და რაღაც საშინელებები.”
მოსწავლეებისგან განსხვავებით, მომხდარში სასაცილოს ვერაფერს ხედავს მე-6 სკოლის დირექტორი ლალი გულისაშვილი, რომელიც “სატელეფონო ტერორისგან” თავდაცვის ეფექტური საშუალებების სიმწირის გამო წუხს:
[ლალი გულისაშვილის ხმა] “რა არის, იცით, ვიღაცამ შეიძლება ხვალ დარეკოს კიდევ და ამას პატრონი არ ჰყავს, ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს. ეს შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ბავშვმა, ნებისმიერ სკოლაში, ნებისმიერ დაწესებულებაში. შემიძლია შევიდე ტელეფონის ჯიხურში, დავრეკო და ვთქვა: აქა და აქ არის ბომბი.”
აკი რეკავენ კიდეც. აი, რა განმიცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სადისპეტჩერო ცენტრის - ნული-ორი-ორის - მორიგე ქალბატონმა:
[ქალბატონის ხმა] “კი, კი, სულ ეგრე მაიმუნობენ, სხვათა შორის. ნახევარზე მეტი ცრუ შეტყობინებებია.”
უნდა ითქვას, რომ სატელეფონო ხულიგანთა წრე სკოლის მოსწავლეებით არ შემოიფარგლება. საქმე ის არის, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტრომ ბოლო დროს სახელმწიფო დაწესებულებებში განხორციელებული ანონიმური სატელეფონო ზარების ავტორები დააკავა. მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით, ბრალდებულთა შორის არიან: "საქართველოს ომის ვეტერანთა კავშირის" თავმჯდომარე; შპს “საქართველოს რკინიგზისა” და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები:
[ბათუ ქუთელიას ხმა] “იმდენად ზარალს არ აყენებენ, რამდენადაც ენერგია და რესურსები მიდის ამის გარკვევაზე. უბრალოდ, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რეაქცია არ მივცეთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და არც ყურადღების მოდუნებას ვაპირებთ. …მოსწავლე ერთობა, ან გამოცდის ჩაბარება არ უნდა. იყო შემთხვევა, სამსახურიდან გათავისუფლებულმა ადამიანმა (განაწყენებული იყო ხელმძღვანელობაზე) დარეკა…დაახლოებით ასეთი, ძირითადად, ყოფითი მოტივებით მოქმედებენ, ვიდრე სერიოზული ზიანის მიყენების სურვილით.”
მაგრამ “სატელეფონო ტერორისტებით” მარტო უშიშროების თანამშრომლები როდი ინტერესდებიან. ფსიქოლოგი თეონა ქემაშვილი აცხადებს, რომ “სატელეფონო ტერორისტი”, თუკი იგი ზრდასრული ადამიანია, ნამდვილი ტერორისტისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ გამბედაობა და საშუალებები არ ჰყოფნის:
[თეონა ქემაშვილის ხმა] “სატელეფონო ტერორი ეს არის პირველი ეტაპი, სერიოზული მზადებაა ჩვეულებრივი ტერორისტული აქტისათვის. რადგან მეორე ტერორისტული აქტის განხორციელება გაუჭირდება, ამიტომ ასეთი სახით მოქმედებენ. უზარმაზარი სიამოვნების მუხტია! დარწმუნებული იყავით, 100-დან 99 შემთხვევაში შეტყობინების ავტორი იქვე იმყოფება და აუცილებლად უყურებს იმ სიტუაციას, რაც ამ დაწესებულებაში იქმნება. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც შეიძლება მიიღონ.”
თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, ამ სიამოვნების ფასი საკმაოდ მაღალია. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, სატელეფონო ხულიგნობა, ანუ “ცრუ შეტყობინება”, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.