Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქტიკის კლიმატზე ზეგავლენის შეფასების ჯგუფმა


არქტიკის კლიმატზე ზეგავლენის შეფასების ჯგუფმა, რომელსაც შვიდი ქვეყანა

არქტიკის კლიმატზე ზეგავლენის შეფასების ჯგუფმა, რომელსაც შვიდი ქვეყანა
– შტატები, კანადა, რუსეთი, ჰოლანდია, ისლანდია, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი აფინანსებს, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც არქტიკაში დათბობის პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე პლანეტის დანარჩენ ნაწილში. თუკი დათბობის ტემპი შენარჩუნდება, 2100 წლისთვის არქტიკაში 4-7 გრადუსი სითბო იქნება. 1950-იან წლებთან შედარებით ალასკასა და ციმბირში 2-3 გრადუსით დათბა. არქტიკის კლიმატზე ზეგავლენის შემსწავლელი ჯგუფი ირწმუნება, რომ პოლარული ყინულის ზოლის დნობა მილიონობით ცხოველს დაღუპვით ემუქრება. 2100 წლისთვის კი შეიძლება აღარ იარსებონ პოლარულმა დათვებმა.
XS
SM
MD
LG