Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში კვირას საღამოს საპრეზიდენტო არჩევნები


რუმინეთში კვირას საღამოს საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. არაოფიციალური ექსიტ პოლების

რუმინეთში კვირას საღამოს საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. არაოფიციალური ექსიტ პოლების
მიხედვით ძალიან რთულია არჩევნებში გამარჯვებულის დასახელება. ერთი ექსიტ პოლი აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრი ადრიან ნასტასე მეტოქეს – ბუქარესტის მერ ტრაიან ბასესკუს 1,4 პროცენტით უგებს. მეორე ექსიტ პოლის თანახმად ორივე კანდიდატმა ხმების 50-50 პროცენტი მიიღო. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი თავს გამარჯვებულად აცხადებს. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ძირითადი თემები კორუფციასთან ბრძოლა და ევროკავშირში გაწევრიანება იყო. რუმინეთის პრეზიდენტობისათვის ორი კანდიდატი: მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან - პრემიერ-მინისტრი, ყოფილი კომუნისტი ადრიან ნასტასე და მემარჯვენე-ცენტრისტებისგან ბუქარესტის მერი ტრაიან ბასესკუ იბრძვიან. აი, რას აცხადებდნენ დღეს დღისით რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატები. ადრიან ნასტასე: [ნასტასეს ხმა] "ეს არჩევნებში, ჩემი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება რუმინეთის მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რუმინელები კარგ მომავალს, კეთილდღეობასა და სტაბილურობას დაუჭერენ მხარს" ოპოზიციის კანდიდატმა ტრაიან ბასესკუმ კი ასე შეაფასა დღევანდელი ტურის მნიშვნელობა: [ბასესკუს ხმა] "დღევანდელ დღეს რუმინელებს აქვთ ორი გზა – ან შეეგუონ კორუფციასა და ხალხის ინტერესების უგულვებელყოფას, ან მისდიონ ჩვენს მიერ შეთავაზებულ გზას – რუმინეთი რუმინელებისთვის".
XS
SM
MD
LG