Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ "წარმოუდგენელი" უწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ "წარმოუდგენელი" უწოდა
საგარეო საქმეთა სამინისტროში დამკვიდრებულ ახალ წესს, რომლის მიხედვითაც პარლამენტარებს ნებისმიერ საელჩოსთან ურთიერთობა საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით მოუწევთ. პარლამენტარ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, დეპუტატს კონსტიტუციური უფლება აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეუთანხმებლად მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი საელჩოდან. მისივე განცხადებით, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სამინისტროში შემოღებულ ახალ წესს ძალაში დატოვებს, პარლამენტი ამას კონსტიტუციის დარღვევად შეაფასებს. თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია საელჩოებთან ურთიერთობის ახალი წესის შემოღების შესახებ.
XS
SM
MD
LG