ერაყის დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბარჰამ სალიჰმა განაცხადა,
რომ მეამბოხეები და ქვეყანაში მოქმედი უცხოელი ექსტრემისტები 30 იანვრისთვის დანიშნული არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე თავდასხმებს გეგმავენ. სალიჰის თქმით, ამაზე მიანიშნებს სადაზვერვო ინფორმაცია. რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში სალიჰმა დასძინა, რომ საარჩევნო უბნებს ერაყის ჯარის შენაერთები დაიცავენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ძალები დაეხმარებიან. დღეს ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ხუთი მეამბოხე მოკლეს. ამავე ქალაქში მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელთა სამხედრო პატრულს, რის შედეგადაც ბრმა ტყვიამ ერაყელი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღესვე, დასავლეთი ერაყის ქალაქ რამადიში, პოლიციელი მოკლეს. მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა იკისრა "ანსარ ალ სუნას" ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. შეერთებულ შტატებში სამხედრო ტრიბუნალმა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ამერიკელ ჯარისკაცს, ჩარლზ გრეინერს - ბაღდადის მახლობლად მდებარე აბუ ღრაიბის ციხეში პატიმართა ფიზიკური და სექსუალური დამცირებისა და შეურაცხყოფისთვის.