Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ევროპაში უშიშროებისა


ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) კრიზისმა მოიცვა

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) კრიზისმა მოიცვა
რუსეთის მცდელობის გამო, შეზღუდოს ეუთოს საქმიანობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე ქვეყნის - ლუქსემბურგის - საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნის განცხადებით, ევროკავშირი არ იზიარებს ამ საკითხში რუსეთის მოსაზრებებს. ხოლო ევროკავშირის კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა შაბათს ლუქსემბურგში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეკრებაზე აღნიშნა: [ფერერო-ვალდნერის ხმა] “მართლაც, არის კრიზისი და ამიტომ ვფიქრობ, ეუთოს თავისი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დაუდგა. უნდა ვნახოთ, რა ზომების მიღებაა შესაძლებელი”. ოფიციალურ პირთა განცხადებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა აპირებს, წერილობით აუწყოს რუსეთის პრეზიდენტს, რომ ეუთოს გარშემო დავამ შესაძლოა ავნოს ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG