Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის


მოსკოვში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაფორმალური სამიტი.

მოსკოვში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაფორმალური სამიტი.
სამიტის მონაწილეებმა მიღეს დეკლარაცია, რომელიც შეიცავს მოწოდებას, პრიორიტეტული ყურადღება დაეთმოს კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთომქმედებას.
სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეკრებილთ შეახსენა მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და მოუწოდა ერთობლივად ებრძოლონ ნაციზმს, ექსტრემიზმს და ტერორიზმს.
სამიტში არ მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი. სააკაშვილმა, კერძოდ, უარი განაცხადა სამიტში მონაწილეობაზე, ვინაიდან თბილისმა და მოსკოვმა ვერ მოახერხეს შეთანხმება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის ვადების თაობაზე.

XS
SM
MD
LG