Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ დღეს სარაკეტო იერიში


ისრაელის ავიაციამ დღეს სარაკეტო იერიში განახორციელა პალესტინელთა ტერიტორიებზე ღაზის სექტორის სამხრეთში.

ისრაელის ავიაციამ დღეს სარაკეტო იერიში განახორციელა პალესტინელთა ტერიტორიებზე ღაზის სექტორის სამხრეთში.
როგორც სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, დარტყმა განხორციელდა იმ რაიონის წინააღმდეგ, საიდანაც რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლები ნაღმსატყორცნების ცეცხლს უშენდნენ ებრაულ დასახლებას. ერთი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა. მას მერე, რაც ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ხელისუფალთ ზავი გამოაცხადეს, ეს მეამბოხეების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმაა.
XS
SM
MD
LG