Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის მაგნატს მიხაილ ხოდორკოვსკის მოსკოვში


ნავთობის მაგნატს მიხაილ ხოდორკოვსკის მოსკოვში გამართულ სასამართლო პროცესზე

ნავთობის მაგნატს მიხაილ ხოდორკოვსკის მოსკოვში გამართულ სასამართლო პროცესზე
ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. იმავე ვადით პატიმრობა მიესაჯა. ხოდორკოვსკის პარტნიორს, პლატონ ლებედევსაც. მესამე ბრალდებულს, ანდრეი კრაინოვს ხუთი წლით პირობით პატიმრობა შეეფარდა. ხოდორკოვსკიმ და ლებედევმა სასამართლოს სხდომაზე უარყვეს მათთვის გამოტანილი განაჩენი. მათი ადვოკატების თანახმად, განაჩენს ისინი 10 დღის განმავლობაში გაასაჩივრებენ.
ხოდორკოვსკის მომხრეთა აზრით, სასამართლო პროცესი კრემლის მიერ იყო ინსპირირებული, რათა დაესაჯა იგი ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისთვის და რათა ბოლო მოეღო მისი პოლიტიკური ამბიციებისთვის. რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ხოდორკოვსკისა და ლებედევს ახალ ბრალდებებსაც წაუყენებენ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG