Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარასკევს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარასკევს მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტს ჰიუ ძიანტაოს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარასკევს მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტს ჰიუ ძიანტაოს შეხვდა
და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. ორი ქვეყნის ლიდერებმა, მსოფლიოში დომინანტი როლის შესრულების მცდელობისთვის, პარასკევს შეერთებული შტატებიც გააკრიტიკეს და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობას მსოფლიო პოლიტიკის არენაზე მონოპოლიის მარწუხებიდან თავის დაღწევისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობას, პუტინი ამ მხრივ ნამდვილად კმაყოფილია:
(ვლადიმირ პუტინის ხმა) "ჩვენ უკვე მივაღწიეთ შესამჩნევ პროგრესს, გავაუმჯობესეთ და განვავითარეთ - როგორც ჩვენი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობა, ასევე თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში. ჩვენს შორის სულ უფრო ფართოვდება ტექნიკური თანამშრომლობა და ურთიერთობა - სამხედრო სფეროში". ეს იყო ვლადიმირ პუტინი, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის იმედსაც გამოთქვამს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცების იმედი აქვს ჰიუ ძიანტაოსაც. ჩინეთის პრეზიდენტის 4-დღიანი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ძინტაომ პუტინი პეკინშუი დაპატიჟა.
XS
SM
MD
LG