Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალმა, რომელსაც მეტეოროლოგები “დენისს" უწოდებენ


ქარიშხალმა, რომელსაც მეტეოროლოგები “დენისს" უწოდებენ, დღეს დილას ჰავანას შეუტია,

ქარიშხალმა, რომელსაც მეტეოროლოგები “დენისს" უწოდებენ, დღეს დილას ჰავანას შეუტია,
გადატეხა ხეები, გაწყვიტა ელექტროგაყვანილობის ხაზები. ჰავანაში არავინ დაღუპულა, მაგრამ მთლიანად კუბაში ქარიშხალმა უკვე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჰაიტიზე - 22-ის. ქარის სიჩქარე საათში 240-ც კილომეტრს აღწევს. შიშობენ, რომ ქარიშხალი კვირას ღამით, ან ორშაბათს დილით აშშ-ის სანაპიროებამდე - ფლორიდისა და ალაბამის შტატებამდე - მიაღწევს. იქ საჭიროდ მიიჩნევენ 1 მლნ-მდე ადამიანის ევაკუაციას. ქარიშხალი, სავარაუდოდ, ქარბორბალებსა და წყალდიდობებს გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG